რა იქნებოდა


რა იქნებოდა მიტოვებულ სოფლის წიაღში
მე ერთადერთი შვილი ვიყო ძველი მამების
და ჩემი ხევის მოგუგუნე წყაროს ნიაღვრით
მე ერთადერთი სუნთქვა ვიყო ძველი ამბების...

ჩოხოსან კაცთა სათამადო ვაჟი დავათრე
ჩოხოსან კაცთა საამაყო ღვინით მარნიდან
დაასხით კიდევ თორემ ტკივილს ვეღარ გავათევ
ვეღარ გავათრევ უჟმურ ფიქრებს ამ ოთახიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი