ღმერთივით მწამდი
,,კი არ მიყვარდი, ღმერთივით მწამდი" და ეს ფიქრები ვით სიხარული, ალბათ ჩამომრჩნენ ცხოვრების გზაზე. რადგან მოგბეზრდა ეს განთიადი და შენ ფიქრები აქუხე სხვაზე... ნუთუ ეს ლექსიც დავიწყე ასე? ნუთუ ეს ლექსიც სიმწრის ფერია? მაგრამ მე ვდგავარ და შენც ხომ ხედავ რომ ტკივილები ვერ მომერია... და თუ ყველაფერს კვლავ ეს გზა ელის, მიჩნდება კითხვა: ღირს კი ცხოვრება? რადგან იაფად გაყიდულ დღეთა ახლა სიცივის ზამთარი დგება.. რადგან სახეზე სიმართლე მათოვს მიწევს ცხოვრების წესის თანახმად რაღაც ნიღბების ჩუმად მორგება... მე უსასრულო ლოდინისთვის გავწირე თავი, რაღა ვქნა მეტი? ბრალს კი მე მდებენ როგორ ყოველთვის: მე მოვითმინე ახლაც ზედმეტი. გავყვები გზებს და შევჩერდები სადაც წყაროა რომ საჰსრიდან მომავალმა მოვკლა წყურვილი, მე ვერ გისურვებ ვეღარაფერს შენც კარგად ხვდები, ამაზე მეტი საუბრის რომ არ მაქვს სურვილი... დარჩება ქუჩა ცვალებადი მარტის ამარა, შენ კი მოირგებ ამ იერის კაბებს თამამად... რა მარტივია შექმნა - ასი დაფნის გვირგვინი, და ვეღარავინ ვერ იპოვო, ღღირსი მორგების. ირგვლივ სუნია გაზაფხულის წვიმის მოდების, ირგვლივ სუნია სასიკვდილე ჩუმი მორგების. ნიკა კუკავა 2021წ. 18 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი