ცინიკოსი დემონსტრანტი
მოგესალმებით შეკრებილო დემოსტრანტებო, არაფრისტებო ფერმერებო და პოეტებო ახლა ფორმაა პირველადი მხოლოდ გროტესკი და მერე ვნახავთ რას ავირჩევთ მიზნად პროტესტის. დაყოფილია ეს სამშობლო კვლავ სამ ნაწილად რუს-აფხაზეთი რუს-ოსეთი რუს-საქართველო დაყოფილია ალბათ ველიც ახლა საბრძოლო თხუთმეტ ნაწილად! მაგრამ ვერ ვიტყვი აჯანყდება მერე მგოსნეთი და მეც დამიჭერს ჩემს უბანში ეგ სამმართველო... რა მარტივია შინაარსი ყველა პრობლემის მაგრამ საბჭოთა, პოსტ-საბჭოთა დაგვდევს მორალი. თან აღარ ვიცით ამის შემდეგ ჩვენ რა მოგველის მაგრამ აწმყოთა განწირული ურმის ბორბალი ტრიალებს ისევ უკუღმა და არა ქვეყნისთვის, როგორც იტყოდნენ ლეგასოვი კრისტი და ბახი... გამოდით გარეთ, შევიკრიბოთ ისევ ამისთვის და მოწოდებას ვერ ასწრებდნენ იქ იყო ხალხი... ნიკა კუკავა 2021წ. 20 სექტემბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი