დელეგაცია
ქარია ჩუმი, ქარია და დამსხვრეულ ტყეთა... უკან მომყვება როგორც მეფეს მე ჯარი ხეთა.... დელეგაცია რუტინული დილის ლოცვებით, კვლავ კითხულობენ აგათა კრისტს, რომანს, სოიერს. ჩვენი სიახლისთვის განკუთვნილი დიდი ბოცებით, ნახშირს აყრიან ატმის კვირტებს მერქანს, გონიერს... სასაფლაოს გავს ეს დაცლილი - ჩემი სოფელი... და მახსენდება რაც განცდილი - მაქვს მის ხმაურში. შვილის ᲒᲐᲠᲔᲨᲔ დარჩენილი მოხუცი დედა, ვაჟის გარეშე დარჩენილი სახლი და ეზო. აღარ გრცხვენია მომავალო, ან როგორ ბედავ?! ქვეყნის საზღვრებში დარჩენილნი რომ წააქეზო: - მათაც დატოვონ მშობლიური მიწის კალთები, მჯერა წასულნი გააღებენ კარებს - ე პ ო ქ ი ს. რომლის წიაღში ჩაძირული ჩუმი გათვლები: დაამარცხებენ ბოროტ ზრახვას ყველა მეტოქის. ქარია ჩუმი, ქარია და დამსხვრეულ ტყეთა, უკან მომყვება როგორც მეფეს მე ჯარი ხეთა... ნიკა კუკავა 2021წ. 19 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი