წასვლა
სიტუაცია: ელეგია, ღამის ლოცვები. ავადმყოფური მიზნები და ეგოს მახვილი ახლა სიტყვები არ დახარჯო, თორემ მოცდები. არ გაიგონო, უარყავი ჩემი ძახილი: -კაცობრიობის მორალურო მასწავლებლებო სანამდეც ვსუნთქავ დამეხმაროთ ახლა იქნება ან ამ დიადი ფაკულტეტის მოსწავლეებო: მე აღარ ვიცი, არც თქვენ იცით ხვალ რა იქნება ვამართლებ ყველას ვინც ფანჯრიდან ხტომა არჩია, ვინც ამ სამყაროს ვენთა ტეხვით გადაუარა. ვინმეს რომ გეთქვათ ერთხელ მაინც ჩვენთან დარჩი რა, იქნებ ცოტახნით გადამედო ან მეუარა... მაგრამ ნახვამდის, მივდივარ და მერე არვიცი. ფეხის დაღლამდის, კალთებამდე ეგე ნარიცის. მარტო მე არა თავის დროზე ყიდეთ უფალი. ავადმყოფური ლტოლვა ზიდავს სხეულს გულამდე. როგორც არასდროს ახლა ისე თავისუფალი... მივათრევ ფეხებს, მერე გულსაც სულის დაღლამდე. ნიკა კუკავა 2021წ. 14 ივნისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი