ჯობდა არაფერი მეთქვა


მოუსავლეთი და მექა
მიუსავლეთი და ჭექა
ჯობდა არაფერი მეთქვა
გულსაც შეეწყვიტა ფეთქვა...

ასე გადაწყვიტეს ერთხმად
გულმა გონებამ და სულმა
ასე გაიარა ერთად
ორმა წელიწადმა სრულმა

მე ხომ სივიწროვე შემშლის
დილით ვკითხულობდი შელის
ღამეს ანარქია ელის
მე კი ვერაფერი მშველის.

ჩუმი ოთახს ექო
კვლავ ძველებურად ცელქობს,
ჯერ სიმარტოვე აქო
მერე სათქმელი მაქო

ასე ნერვებსაც მიშლის
ბანქოს კედლებზე მიშლის
მე კი ვუყურებ შეშლილს
მასაც არაფერი შველის.

მოუსავლეთი და მექა
მიუსავლეთი და ჭექა
ჯობდა არაფერი მეთქვა
გულსაც შეეწყვიტა ფეთქვა...

ნიკა კუკავა
2021წ. 24 ოქტომბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი