უკან მოგყვები...
ყველაზე ბნელი ღამეებიც გათენდებიან, გაგრძელდებიან ის ამბები რომლებიც მორჩა... ალბათ თვალს მოგკრავ ქუჩაში და აგედევნები შენგან მესამედ გაყიდული გრძნობის ამარა წუხელ სიზმარში რთველი იყო, აგერ მტევნები გზა გააგრძელე, ნუჩერდები უფრო თამამად... მიუხედავად იმისა რომ უკვე დაღამდა, მე არ ვჩერდები, მაგრამ არც შენ, უკან მოგყვები. ღამემ ცოლობა შესთავაზა, მთვარე დათანხმდა, ამ ისტორიას მილიონჯერ ისევ მოვყვები. რომ ვერ გაგიშვებ, მეოცნებეს ხომ აღარ ვგავარ, ისე მოგყვები გადავღობავ ყველა გზას სხვამდე. ამდენი რამის შემდეგაც რომ ფეხზე ვდგავარ ესეც მეყოფა გავიმარჯვო სხვა ყველაფრამდე. - მაგრამ მე ხომ არასოდეს მითქვამს დარჩი, მე თვითონვე მიგასწავლე გზები წასვლის. მგონი დროა მარტოობა, აზელილი დარდში, გავატანო იმას ვინც მას საბოლოოდ წაშლის. ნიკა კუკავა 2021წ. 25 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი