ბიჭები ურთის ძირას გროვდებიან
კუთხეს ტყეებიან, ოდებიანს, სიჩუმის ქარები მოსდებია მიდიან თიბათვის ბურანში ბიჭები ურთის ძირას გროვდებიან. ყვავილებს უკრეფენ ქალბატონებს ალბათ სიყვარულში იწვებიან ღამე სიმარტოვეს აბატონებს ბიჭები თვრებიან და იქ წვებიან. ჭადრები რიგებში ლაგდებიან გრძნობის სიწმინდე თავდებად... მერე გაბუტულნი რიგდებიან ოცნება არასოდეს მთავრდება. ქვებიან, ლოდებიან, კორდებიან ბიჭები ურთის ძირას გროვდებიან. პირველნი, ფერდზე რომ ოდებია მერე ცხელ მინდვრებს მოდებიან... როგორ ხარ ნეტავ ქალბატონო შენი ხმა ისევ გამაგონა მინდა ის გრძნობა ვაბატონო რომელმაც ეს ლექსი შთამაგონა. ახლა ენგური და ტრამალები გული ძგერს ისევ გამალებით სად ხარ ან რატომ იმალები გულიც გამევსო გადავლებით. კუთხეს ტყეებიან, ოდებიანს, სიჩუმის ქარები მოსდებია როცა გიყურებდი ქალბატონო მე სხვა არაფერი მნდომებია... მხოლოდ პირველი ჩახუტება ერთი კოცნა და გამართლება მთვარეს სურვილი აუხდება ჩავა, მზე ამოვა, განათდება... ცხელი მინდვრები საბატონო ცოტა მორცხვიანო ქალბატონო იქნებ ეგ სიმღერა გამაგონო იქნებ სხვა ლექსებიც შთამაგონო... ნიკა კუკავა 2021წ. 25 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი