წავედი ტყეში


როგორც ნიკოლოზს თავის დროზე,
ახლა მეც მომინდა ბუნებაში...
წამსვე აღტაცებით დავირაზმე,
და თან წარმოვიდგენ გონებაში:
- როგორ ჰყვავიან ალვის ხენი
ჩიტების ჭიკჭიკს უღრან ტყეში..
როგორ ბობოქრობს ჩუმი ხევი
მუხა როგორ დგას სათავეში...
*
შევჩერდი ამ ტყის განაპირას
სადაც ეს გზები მთავრდებიან,
სადაც ფიქრები იწყებიან
და ოცნებები თავსდებიან..
ფეხი ავიდგი, შევდივარ ღრმად და
მეც მიმძაფრდება ოცნების მადა...
შორიდან ალბათ ლამაზი ჩანდა
მაგრამ გასაღები იქვე დამხვდა...
*
ხეზე ამოტვიფრულ ქალბატონში
ცრემლი ამ ხისვე ფესვებს რწყავდა..
მარცხნივ გავიხედე და ბატონი
ამ მუხის ძირას რკოებს ჭამდა
რომელიც ახლახან დაამარცხა
ცულით ჯერ ტოტები დააცალა
მერე მოკვეთა და დაანარცხა
და ამ თვის სამყოფი დაათვალა.
- როგორ უბედავ ვაჟბატონო
მოჭრას საუკუნით უფროს მუხას,
ალბათ გსურს გვალვა აბატონო
მაგრამ შეუნთო სახლში ბუხარს.
აქ ხომ მილიონი ტოტი გდია
ამავე მუხიდან მოწყვეტილი,
შენ კი ვერაფერი გაგიგია
რატომ ხარ ასე ძლიერ მოწყენილი?!
*
მარცხნივ გავიხედე და მდინარე
მისვე კალაპოტს გასცდენია..
წყალი ვეღარ ვნახე გამდინარე,
რუხი გუბურები - რამდენია.
ვხედავ, უმუხოდ დარჩენილ ხევში
თიბათვის გვალვები მძაფრდებიან,
გვალვა ხომ ისედაც იცოდა ამ თვეში
დღეები დღეებთან მარცხდებიან.
ათასი არხი გაუჭრიათ
ხევის მდინარიდან ყანებამდე,
ცელქი ნაკადული დაუჭრიათ
ჯერ მახვილებით, დანებამდე.
რთული ყოფილა დანებება,
რეჩხი მდინარისთვის ნაპრალებში.
აღარც წვიმები ათენდება
და ვერ მთელდება უკვე ლეში.
*
ცხვირწინ დავიხედე ნაგავი...
ნაგავი ღმერთო რამდენია!
ყელამდე დაფარული ნარგავი
თვალის კიდეებთან ჩამდენია...
ნაქეიფარი პოლის ბოცა,
აი შარდის სუნიც დაბატონობს,
ამას როგორ ბედავ მაშინ როცა
ირგვლივ სამოთხეა ვაჟბატონო.
ვხედავ რომ აღარ ჰყვავიან მიწაზე
იები, ბალახი და ენძელები...
არადა როგორ მასხოვს წინაზე
ათასი ფერის კაბით ეს ველები.
ეს ხომ აქ დარჩება საუკუნოდ
შენი წუთიანი გართობისთვის.
ენძელებს რომ ვალი დავუბრუნოთ
გვყოფნის კი ცხოვრება ამისათვის?!
*
უკან მივიხედე მთებს და კლდეებს,
ერთი იფანი აკავებდათ...
რომ არ შერწყმოდნენ ქარს ან ნიავს
მათაც გვალვები აწვალებდათ.
აი იმ მუხის ბებერ ფესვებს,
ამ კლდის ლოდები ეკავათ და
აი იმ მუხის ბებერ ფესვებს...
მერე ვაჟბატონი ეკამათა.
მეწყერ საშიში ზონის გულიი,
არა სტაბულურად მძიმე
ტყის დატანჯული, მშვიდი სული,
წუთებში როგორ დავამძიმეთ.
ბოლოს იმ იფმამდეც მივა ვიცი,
ბოლოს ის კლდეებიც დაწვებიან.
ლოდებს დაუდიათ მერე ფიცი
რომ მათთან ერთად გაწყდებიან.
*
ეს ლექსი მე არ შემიქმნია,
ეს ლექსი ბუნებამ მიკარნახა...
და სინანულის წამი ქვია
რაც ჩემმა თვალებმა დაინახა.
ის მკარნახობდა ბოლო იმედს
და პერსპექტივებს გადარჩენის:
რომ ჩემი თაობა არ დანებდეს
არ შეასრულოს განაჩენი.
მამის დაყრილი ,,პივის" ბოცა
შვილმა მოაშოროს ტყეს და უღრანს,
ამას მეუბნება მაშინ როცა
ჩაფლულ ნერგებსაც ცრემლი უჩანს.
ერთობით, ძმობით, სიყვარულით
ჯობს რომ დანგრეული აღვადგინოთ,
ამავე ჟინით და სიხარულით
რაც არ გვაქვს ისიც ავაშენოთ.
- მერე ამდენად აღმატებულ,
ბუნებას მოვუხდით ბოდიშს...
ვიცი მივხედავთ დაქცეულ,
მუხას ლოდებს და ოდიშს.
*
ჩემი თაობის იმედს
ჩვენ ვერაფერი გვმართმევს,
რადგან ფერადი ბუნების
ყველას ყველაფერი გვმართებს.


ნიკა კუკავა
2021წ. 27 ოქტომბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი