გავლენ წლები და შემხვდები...
ისეთი მშვიდი ვარ ახლა მე ამ წუთას, როგორიც მგონი რომ არასდროს ვყოფილვარ. და როგორც ყოველთვის შენ ფოტოს ვუყურებ გიყურებ, გიაზრებ, გხედავ და მივდივარ. მოდიან დღეები მერე კი - ასევე უბრალოდ მიდიან, გადიან თვეები, გადიან... მყიდიან იაფად, მყიდიან ძვირად და რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ხომ მყიდიან. პატარა მე ვარ და სამყარო ახლა უჩვეულოდ დიდია. მირბიან ბავშვები ველებზე, ველებზე, ველებზე რადროის... სამჯერ ხომ გამყიდე ლამაზო, მეოთხედ ითხოვ რომ განდო ის; რითაც მე ვარსებობ ამ დღემდე რითაც მე სიცოცხლეს ვაგრძელებ, ჩემი გული და ფილტვები ჩემი სული და ძარღვები... მთებს რომ უვლიდა ამბები ხომ მოდიოდნენ ჩემამდე. მე ხომ არავინ მიყვარდა შენს მერე, ანდაც შენამდე. მგონი რომ ვერასდროს შევხვდებით ამ უბნის მითქმით ან მოთქმებით... დღეები ამოწყდნენ მოდგმებით, წლებისთვის ბოლო ზაფხულის გულია ურთას და უგურთას ორივეს უვლიან, მიდიან რიონის კიდესთან გრილდებიან და თვრებიან. და სანამ მეც მათთან ჩავდგები ოქროს მოგიტან თვლებიანს. შენ ჩემი თავისთვის აწესებ - ჯილდოს და მკვლელებიც მოდიან... არგინდა ამდენი წვალება მოითმინე და მოგიტან. გავლენ წლები და შემთხვევით, ქუჩის ბოლოში შემხვდები, ნუ გეშინია ლამაზო ახლოს არ მოვალ გპირდები. ნიკა კუკავა 2021წ. 28 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი