უკვე დავიძარი
მოვდივარ, მოვდივარ თქვენამდე! დღეები გავიდნენ რამდენი. ყოველთვის აღმართი მთებამდე, დაღმართი ჩვეულად მარტივი. რამდენჯერ მესროლეთ ტალახი ვცდილობ და ვერაფრით ვივიწყებ, მაგრამ კვლავ მოვდივარ იმ სახით რომლითაც გარჩევას დავიწყებ; სიმართლისა და ტყუილის ყეფისა ანდაც ყმუილის ნიღბებისა და ცრემლების ამბებისაც და ჭორების. გავიდა წლები და გონებას სულით ხორცამდე ვაჯერებ ყველა გამყიდველს მოეშვას მაგრამ ვერაფრით ვაჩერებ. შურისძიება რომელმაც ვერ მოიპოვა სიმშვიდე. აი ეს არის პრობლემაც თავს კი ვერაფრით ვიმშვიდებ. და თუ კი ვინმემ ოდესღაც ფარი აღმართეთ ჩემამდე... დამიცავით და როგორღაც მე მომიყვანეთ აქამდე. სადმე თუ ვინმემ გამიგეთ ან ჩემს სახელსაც იცავდით აი გრძნობებიც ჩავიდე სხვას ხომ ვერაფერს იზამდით. ჯგუფებად დავიძარით მოვდივართ, მოგვაქვს გრძნობა სურვილი აღვიძარით ხელში კი ერთობა ერთიანი სულის ერთიანი გულის თან გარეშე ფულის ჩვენ ამასაც ვუვლით. საბოლოო თოვა მერე გაზაფხული მხოლ თქვენი დაცვა ეს გავქვს განზრახული. ნიკა კუკავა 2021წ. 29 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი