ვეძგერო მინდა
საუბარს ვერჩი და ისიც მერჩის, მარტო ვარ ახლა, არავინ გვერდში. ასეა ვიცი, მწამს როგორც ფიცი; რომელიც ასჯერ დაირღვა უკვე. მახრჩობდა წვიმა და მერე ქარი რომელიც ძლიერ მოჰგავდა ნიავს. კალაპოტს მოსწყდა რეჩხი მდინარე და უპატრონო სახლები მიაქვს. ჩემი ტყის ირგვლივ აღმართული - ბარიკადები... რომ ეს სამყარო ან ვერ ვნახო ანდაც ვერ მივწვდე, მიძგერენ ისე, ვეძგერო მინდა. ვეხავდა მიწვევს თავშია ფიქრი; როგორ ხარ ახლა როგორ იყავი ან გათენება რომ დადგება როგორ იქნები... გიყურებ ვხედავ, ორი ხარ ერთში არავნ მერჩის... არავის ვერჩი... ნიკა კუკავა 2021წ. 30 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი