ჩახლართული ლექსი
მიყურებ ისე გაკოცო მინდა, ვაქუხო გრძნობა რაც არის წმინდა. ზამთარი მოდის, ისეთი მოდის მეც ვდგავარ ფეხზე, ვუყურებ ოდის; - ნაკვთებში კვდება ზაფხულის მოდის სიცხე და ხვდება, ყინვისას უფრო რთულია სუნთვა. წავიდა ვხედავ მშვიდობა უთქვამს... იმ დღიდან ირგვლივ ხმაურობს ჭექა, მიფეთქდა თოვა და თოვლის ფეთქვა ძირს უტეხავდა ჭიქას... და ამის მერე უჭიქობა, ჭლექი და ოხვრა უშუქობაა, უშუქობა ნემსს ძაფში აძვრენს. გავიდა წლები გავიდა დრო და ზურგზე ლოდები სუნთვა და ოხვრა... რაც შენ წახვედი მინდვრებზე ვცხოვრობ მაგრამ არ ვკვდები ხომ ხედავ, ვცოცხლობ. ნიკა კუკავა. 2021წ. 31 ოქტომბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი