გავყიდით შანსი რომ ისევ გვქონდეს
თითო ტყვია შენახული, მოღალატის გულისთვის... აგრესიად შერაცხული ლტოლვა წმინდა სულისთვის. გაყიდული ღირსება, გაყიდული ლარებად, გახიზნული აღმაფრენა, ოდები კი თავლებად... გარდაცვლილი საქართველო, მომკვდარია იმედი ამ ამბების შემხედვარე იმ დასკვნამდე მივედი რომ ყველაფერს განწირული სურნელი აქვს ნამდვილად რადგან ბრძოლის დამთავრება გვეჩვენება ადვილად... ჩემ თაობას იარები, იარები ულევი, თქვენი სიტყვა გამარჯვების სურვილებში გვესმოდა... ,,არაფერი გვეშველება", ,,რა თაობა მოდისო" ბრძოლის ველზე ასე ცოტას ზურგში ეს ხმა გვესროდა. ჩაუფიქრდით, საბოლოო ასახვაა სიმართლის ამის ნახვა ჩუმად, ნელა სიბნელეში მიმათრევს. ქართველური ტომები ხართ, მოკლულია ზვიადი, თქვენ მოკალით ილიაც და მერე ეს განთიათი. აი ჩვენი თაობა თვენსაში კი სხვაობა იმხელაა დღეები არ მეყოფა სათქმელად არც თითები, არც რიცხვები ამ ყველაფერს სათვლელად... გადალახეთ ენგური სამაჩაბლოს ესტუმრეთ მაგრამ კვლავ ჩვენ გვენდურით და არ ვიცი რა გინდათ. მკვდარი არა, მოკლული მოკლულია საქართველო მოკლულია თბილისი... ზამთარს ისე სცხელოდა ჩაუსაფრდა ივლისი. აფხაზური კანტატა და დაფერფლილი ცხინვალი, ვერ უყურებთ?! ან ვერ ხედავთ?! როგორ გავხართ ინვალიდს. არაფერი გვეშველება ქართველებს სულ ვყიდდით ახლაც ისევ გავყიდით! ნიკა კუკავა 2021წ. 30 ოქტომბერი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი