ღიმილი სახეს


ჰო, იღიმოდა...
იღიმოდა ჩუმად და წყნარად.
თან ვინ იცოდა
რას მალავდა ბიჭი ამჯერად.

ასჯერ ჯვარცმული,
განწირული
გადაყიდული.

რომლის ცრემლების წონის ნახევარს,
კვლავ შეადგენდგენ უიმედო ეგ ტკივილები.
დანარჩენი კი ჩუმი წყალი თან მარილია
და დაცემული ანგელოზის დანაპირები.

იღიმის ბიჭი, ნაიარავს უმალავს ყველას...
როგორც იმ ამბებს არ უყვება ირგვლივ არავის,
რადგან ამჩნევს რომ სამყაროში მისი გამგები
ან ვერ იპოვა, ან ვერ მიწვდა, ანდაც არ არის.

ღიმილი სახეს,
ტკივილებს ანთხევს.
არავის მართებს
მე ჭლექს რომ მმართებს
ვინ არის ერთი.


ნიკა კუკავა
2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი