ცხოვრების გზა


ტკბილი ბავშვობა, უტკბილესი შაქარყინული,
სულ უდარდელი დღეები და საღამოები...
მერე ქუჩებში ჩამტვრეული გუბის ყინული
დაძინებამდე დედის ხმა და ნაწარმოები...

ან კომბლე იყო, წითელქუდა, ნაცარქექია
და გატეხილი სათამაშო: შიგნით რა არის?
სამსახურიდან დაბრუნებულ ,,მამის ქექია"
- რა მომიტანე? ჯიბეებში რამე არ არის?

მერე იცვლება ეგ თამაში, ჭამა და ძილი,
ბაღის ფანჯრიდან კარგად ჩანდა ჩემი დედიკო,
რომ მიდიოდა მაწუხებდა მერე ტკივილი...
და ალბათ მაშინ დაბრკოლება მხოლოდ ეს იყო.

ვცდილობ შეჩვევეას, ვეჩვევი და მერე იმ წამსვე,
ამ ბაღიდანაც სამწუხარო წასვლის ჯერია.
რა უნდათ ნეტავ, ანბანის წინ მერხებზე დამსვეს
მიმეორებენ: სიზამრმაცე შენი მტერია.

მასწავლეს წერა, მერე კითხვა და მიმატება,
მათემატიკას საბოლოოდ მგონი ვერ ვუგებ.
სანამ ჩემი ,,მას" დავალებას დამიმატებდა
მე ვანცობდი და გავურბოდი მისივე გუგებს.

ამასობაში შევისწავლეთ ,,ღობეზე" ძრომა,
მე და ძმაკაცმა მეზობელი რომ გაგვექურდა.
ვხედავდით ვაშლებს, დავიწყებას მიეცა ზომა
არ ვჩერდებოდით სანამ ყვები არ გაგვიხურდა.

აი ბავშობაც, იქ დამთავრდა როცა მიმავალს,
იქვე ჩავლისას არ შევხედე შეწითლულ ვაშლებს
ხელი ჩავკიდე იმ წამიდან ფიქრებს, მომავალს
და მგონი მაშინ შევეგუე ცოტ-ცოტა ,,აშლებს".

მაგრამ სამყაროს კვლავ ჩვეული ფერები ქონდა,
სანამ ქუჩაში შევხვდებოდი პირველ სიყვარულს.
იდგა ზამთარი და ხანგრძლივი სიანცე თოვდა.
მაგრამ ეს გრძობაც ცოტახანში მოწყდა სიხარულს.

მერე ფიქრები, ოცნებები მაგრამ სიშავე...
,,მაგრამ" აწყობდა დივერსიებს ყველა სიტყვაში.
ნუთუ გრძნობები აღარაფერს აღარ ნიშნავენ?
ვთქვი და თილისმა გადავმალე აქვე მიწაში.

მე აქ გავჩერდი, გავიარე მხოლოდ ბილიკი,
ავედი მთაზე და იმ ხედმა სული ჩამიწვა...
მერე დაიწყო ასაკთანაც ჩუმი ქილიკი,
და იმედები ამინდებთან ერთად დაიწვა.

მის მერე ვდგავარ და ვიდგები ამის შემდეგაც,
რადგან მთებს მიღმა იმ ველებში არის ნაღმები.
სხვებს არაერთხელ აუფეთქდნენ, ამის შედეგად
კარგს ხომ არაფერს გვაუწყებენ მასზე ამბები...

იცით? ნაღმებში დენთის ნაცვლად ტკივილებია,
გაიხსნებიან და ვევხევით მერე ბოლომდე.
თან ეს წამები არასოდეს გვავიწყდებიან...
თუნდაც დილიდან ამის გამო ძმაო ბრძოლობდე.

იმ ველებს მიღმა უჩვეულო ჭაობებია,
თითქოს ლამაზი მაგრამ მაინც შხამის საბადო,
სანამ გრძნობები ამ სინესტით დაობდებიან,
მანამდე გინდა იმედები ისევ დაბადო...

ჭაობებს მიღმა წვიმები და ქარიშხლებია,
თითქოს გგონია ძალა შეგწევს, გაუმკლავდები...
მაგრამ ესენიც საბოლოოდ გავიწყდებიან,
წელში იხრები, იფიტები, და იკლაკნები.

ქარიშხლებს მიღმა ქვიშაა და უდაბნოები,
იქ ყველას მიაქვს სათავისოთ დიდი ჭიქები,
მაგრამ დამშრალი მდინარის ეს ჩუმი რტოები,
ამბობენ ისევ, ახლა ვარ და აღარ ვიქნები.

ამ გზებს გაივლი, დატანჯული, გადანგრეული...
მიხვალ ბოლოში, სიმსუბუქეს იგრძნობ სხეულში,
მაგრამ ბოლოშიც გელოდება გზა დაქცეული,
რადგან მიფრინავ ამ მიწიდან ძმაო ზეცაში.

აი ეს არის ცხოვრების გზის ყველა ეტაპი,
ბოლოს სიკვდილი ან უბრალო გარდაცვალება.
ამით სრულდება აქ დადგმული ყველა სპექტაკლი,
და უიმედო შემოდგომის ფერიცვალება.


ნიკა კუკავა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი