სურვილთა გროვა


მე ვამბობ ისევ ყველაფერი - არაფერია
ამიერიდან იმიერამდე და იმის მერეც,
რადგან მათ შორის გათოშილი, ჩუმი ერია
და მდუმარებას ეწირება ნოემბრის მთვარეც.

ვის რას ვაბრალებთ, ყველაფერი ჩვენი ბრალია.
ეს სამყარო კი აგირეკლავს - ადამიანო...
ყველაზე მეტად რაც გვაკლია ჩვენ მორალია
და ამიტივილს ვერ აგვიხსნი შენ - დამიანო.

მე კი ვნატრობ რომ გავეცალო ამ უაზრობას,
დავსვა წერტილი, ინახავდეს მსურს ისტორიაც.
მხოლოდ ფერი აქვს ცივილური აქაურობას
თორემ დარვინიც მართალია და თეორიაც.

რა საქართველო, გაყიდული - უფრო ქვე ყანა.
თავს ვიიმედებთ ვეჩვევით და ვართ ასე უქმად.
აღარაფერი ეშველება, მოკვდა ქვეყანა!
ვერ გავიგეთ, თავის დროზე კი ესეც უთქვამთ.

ეს საქართველოც ისეთია როგორიც ხალხი,
ოკუპაცია, მაგრამ არა როგორც რუსული.
,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი"
ანუ თალხს მიღმა გახიზნული და დამალული.

ვიყიდი ბილეთს, რომელიმე მიმართულებით,
მიზანი მხოლოდ გავეცალო ხალხს და ქვეყანას.
მაკვირვებთ თქვენი უჩვეულო ინერტულობით,
და ღმერთზე უფრო მეტად გავხართ უკვე სატანას.


ნიკა კუკავა
2021წ. 14 ნოემბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი