მეცხრედ
გამოიცვალა მუხის ტოტმა რვაჯერ ზამთარი, აი, მეცხრედაც უფოთლო და შიშველი დარჩა. მორალს ვეძებდი აჰ! ეს იყო თურმე მთავარი და ჰო იქ ჩავრჩით სადაც ყველა უგულო ჩარჩა. ხედავ? ბუნება სარკესავით გვირეკლავს კარგო, შენ ის ჩიტი ხარ, აცივდება და გადაიფრენ. მე კი არ მინდა მარტო დავრჩე ჰო შენ დაგკარგო და გაზაფხულზე ისევ ისეთ ხალიჩებს გიფენ. მერვედ მეც ისევ იმ ტოტივით მოდიხარ გიშვებ, მეცხრედ ცივდება, ზამთარია, მიდიხარ ისევ. ყინვის ბოლოა მეათედ კი ვეღარ გავუძლებ ვვარდები დაბლა და მდინარის დინებას მივსდევ. ნიკა კუკავა 2021წ. 15 ნოემბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
....🌟