როგორია საქართველო


წარმოვიდგინე საქართველო, მინდა გამეგო...
როგორი არის დღესდღეობით მისი ცხოვრება,
წარმოსახვაში პროტოტიპი მინდა ამეგო
და მომეძებნა წინაპართა სულის ცხონება;

- და სწორედ ამ დროს დავინახე გოგო, პატარა,
ისე შიოდა ცრემლის ზღვაში ცურვას სწავლობდა
გვიან საღამომ უძინართა მზეში მატარა
და ყველა გრძნობა მარილიან წყალში გარბოდა.

პატარა გოგო დაძინებას ცდოლობდა რადგან
მისი სხეული ნაშიმშილარ ტკივილს ებრძოდა,
ვხედავ მის ირგვლივ უიმედო წვიმები დგანან
და ყურში მაშინ განწირული ხმები ესმოდა...

მაგრამ ეს გოგო საქართველოს ვერ მივამსგავსე,
სამაგიეროდ მივამსგავსე მისი დედიკო...
ვნახე, თვალები სუიციდით იყო აღსავსე
შვილს უყურებდა და სიკვდილიც სწორედ ეგ იყო

წარმოიდგინე როგორია მისი დღეები,
და შეადარე საქართველოს დღეებს, იმედებს
გადმოჰყვა გრძნობის საჰარიდან ჩუმი ჩვევბი
და მერე თავსაც ვეღარაფრით ვერ იიმედებს.

წარმოიდგინე როგორია მისი წამები
სულიც, სხეულიც ერთდროულად ტკივა ბატონო,
და აი საქართველოც ასე წამებით
ცდილობს ცხოვრების სისასტიკე გააბატონოს.


ნიკა კუკავა
2021წ. 23 ნოემბერი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი