გადავივლით, მივალთ სოხუმამდე.


ვიცი გადავივლით ტყეებს, ტრამალებით!
გენებს აღმა ვაფრენთ მუჭა ქართველები...
ქარქაშს მოვაცილებთ,მახვილს გამალებით,
და სისხლის ყივილით, ძმობით გავმთელდებით.

მე საქართველოს მკერდში გავლილ ტყვიას ვინახავ,
ვინახავ ისე ყოველ დილით თავიდან ვალღობ...
ასეთი გრძნობით გავსებული რამ არ მინახავს
როგორც აფხაზეთს მოცილებულ პატარს ვატყობ.

ჰო დაგიაროს ჟრუანტელმა მიეცი ნება!
აფხაზეთი ხომ შენს ძარღვებში დინებას ცდილობს!
ტუჩს წავცხებ მაინც ახლა ისე მძაფრდება ვნება...
რომ უცხინვალოდ ჩემს ყანაში ვერ ვირგებ ჭილოფს...

როგორც ყოველთვის არა მამა! როგორც არასდროს,
როგორც არასდროს ისე მტკივა ახლა აგვისტო!
როგორც არასდროს ისე მინდა ის რაც არ მახსოვს...
ან არც არასდროს არ მინახავს და ვუღალატო?

ჩვენ, ქართველ ბავშვებს უცნაური ჩვევა გადმოგვყვა...
ჩვენ ხომ სიცოცლეს უყოყმანოდ მივცემთ
აფხაზეთს...
მაგრამ ხომ იცით? არ მინახავს, მამამ 
მომიყვა...
ის როგორია, როგირ ერთვის მთებს და ზღვისპირეთს...

ნიკა კუკავა
2021წ. 27 ნოემბერი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი