ბიჭები ომში მიდიოდნენ


ბიჭები ომში მიდიოდნენ მამებთან ერთად,
იქ კი ღიმილით უკვდებოდნენ 
მამულს დაქცეულს...
ბიჭები ომში მიდიოდნენ რომ ისევ ეთქვათ,
იქ მოკვდებოდნენ ვერ ნახავდნენ
ვერსად გაქცეულს...
      
ესინჯებიდა მაშინ ისევ აფხაზეთს პულსი,
და გულის ფეთქვა შეუსუსტეს
როდესაც გასცეს.
კათეტერები მოიმარჯვეს მაშინ ბიჭებმა
და ძარღვებიდან მათი სისხლი
სოხუმს გადასცეს.

საქართველოს მომავალო, 
საქართველოს აისო!
ჯერ აკვანში დარწეულო, 
ბრძოლის ჟინი აივსო..
*
საქართველოს წარსულო
დანგრეულო, ტანჯულო...
ქრისტესავით წამებულო
ქრისტესავით ჯვარცმულო...

გამოაღეთ კარები! ენგურს მიღმა გველიან.
ჩვენ თან მოგვაქვს ხატები! დაკარგული ღირსება.
ბაბუების რუკაზე საქართველო მთელია...
მოთმინების ფიალა ეს წვეთიც და ივსება.

ჭირმაც წაიღოს დანარჩენი, 
მოვკვდეთ ერთხელაც
და შეგვეგებოს დაბლა მიწა, მაღლა უფალი.
მე არ მინდა სამყარო
ოქროში რომც ვცურავდე
თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი