ინტოქსიკაცია
ისევ მერძვიან გამუდმებით მაგრამ ვერ მღლიან პროცესები; -შეუქცეველი. ვარ რეალისტი, გამუდმებით ვისახავ მიზნად იმას, რაც არის შეუძლებელი. ჩემს თავს ველაპარაკები, ანდაც ეს ხმა ვისია? ეს ფიქრები ამბოხებმა იციან და იბრძვიან! სხვას რას გეტყვი ტიციან.... ამხელს დრო ამ შეთქმულებას ამ ხელს ვეტყვი გაჩერდეს! იარები ვისია? იარები ულევი?! სანამ მთები თეთრდება, უკვე იმდეს შეესწო, იღლება და ბერდება. დაფერდების მაგვარი, ეგ სიმწვანის წიაღი წყარო მთებს რომ ცილდება - უერთდება ნაპრალებს... ჩემი თავი მაბრალებს; - ეუჰჰჰ გიჟი ყოფილა... თორემ ამდენს იზამდა? დაკარგავდა ყველაფერს? სანაცვლოდ კი ვერც ერთ ფერს მიიღებდა ნახატზე... ვდგავარ ახლა ქუჩაში, მხოლოდ ფიქრის ამარა, ამალა კი ქარების ზურგში მომდევს; - რა დროა? რაც მე სითბომ დამტოვა, მარტო, ღამის წინაშე... წიაღებში ამინდის წვიმის შემდეგ მოთოვაა. გადავერთე სხვა არხზე ,,პულტი" ხელში სამყაროს. პულსი უფრო სუსტია გუშინ ნაპოვნ სიზმარზე... ნაადრევად ვბერდებით ნაადრევად მივდივართ მე და ჩემი ნიღბები მე და ჩემი სამყარო... 18 იანვარი. 2022წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი