შენი შეცდომა


შენი შეცდომა დამიჯერე წასვლა არაა,
წასვლა არაა ის რის გამოც ვგავარ არაფერს.
შენი წასვლისას მარტოობამ გადამიარა
და მნიშვნელობა აღარ ააქვს ვიცი დანარჩენს.

გადავიტანე ამ ოთახის სიცარიელე
გადავიტანე ყველაფერი პოსტ ღიმილიდან
უღრანი ტყე და წყაროები ვათვალიერე
და ვერაფერი ვერ შევიტყვე ამინდებიდან.

უფრო პირიქით, ეგ შეცდომა დაბრუნებაა.
როცა იფიქრე მიგიღებდი, რადგან სუსტი ვარ.
ჩემი პასუხი ამჯერადაც დადუმებაა
და ამ პასუხში ქარიშხლებზე უფრო დიდი ვარ.

უფრო პირიქით, ეგ შეცდომა ისევ მოსვლაა,
როცა იფიქრე მე და გრძნობა დგჭირდებოდით.
გამომიცვლიდი ამ ზამთარში როგორც მანტიას
შენ გათბებოდი, დამტოვებდი, დაბრუნდებოდი.

მინდა ვიწამო, რომ არაფერს გაკლებდი მუდამ
და მე ვიცი რომ ყველაფერიც არ გეყო ჩემგან.
ამ გრძნობას კარგო გამდინარე ამბები უნდა...
ბოლოს ვიცი რომ არაფერი დარჩება ჩვენგან.


6 იანვარი
2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი