კონტრასტული სიყვარული
ეჰ რა რთულია ეგ ღიმილი, შენ რომ მელოდი როცა კაკუნმა შენს კარებზე დააგვინა. არავინაა ამ მომენტში შენზე უბრალო შენზე ლამაზიც დამიჯერე არავინაა. რა ლამაზი ხარ თმებს რომ იშლი, მერე ისწორებ როცა ქარია და ეს თმები შენზე წინაა, არავინაა ამ ამინდში შენზე მხუთავი შენზე საჭიროც დამიჯერე არავინაა. როგორი წითლდები გაშტერებით როცა გიყურებ შენი თვალები ჩემისათვის როცა ბინაა, არავინაა ამ მზერაში შენზე უმანკო შენზე გულჩვილიც დამიჯერე, არავინაა. აი ვგიჟდები ამ ქუჩებზე შენ რომ დადიხარ ეს ქალაქი კი არ იმსხვრევა, მაგრამ მინაა, არავინაა იმ წამებში შენზე სასტიკი, შენზე კეთილიც დამიჯერე, არავინაა. რა მშფოთვარე ხარ შეგახედა როცა მე მირჩევ, და ეს წუთებიც დამიჯერე ამისთვისაა, არავინაა როცა გხედავ ჩემზე აშლილი როცა მიყურებ ჩემზე მშვიდიც არავინაა. 31 დეკემბერი 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი