ლიკვიდაცია
ყოველდღე ახალი ნიღბების მორგებამ ნელ ნელა გამხადა უცნობი არტისტი, პიესის რომელშიც იდგმება ოტელო პიესის რომელსაც ძალიან განვიცდი. ყოველდღე თავიდან ბოლომდე ვიღლები ეს ძილიც კოშმრების ამარა მტოვებდა კოშმრების რომელშიც არაფრად ვითვლები კოშმრების რომლითაც ძალები მეცლება. ყოველდღე ვკითხულობ შექსპირის სონეტებს, სონეტებს რომლებში მძაფრია სიკვდილი. ვაგროვებ ახლიდან საჭირო მომენტებს მერე კი მიქრება სიცოცხლის სურვილი. მაუზერს ვყიდულობ ქუჩაში მჭიდებით კედელთან ჩემ ჩრდილს კი ვუმიზნებ, ქაირამ. ვერ ხვდები? მაღალო ძალიან ,,მჭირდებით" თქვენგან კი სანაცვლოდ შტორმი და ქარია. ვისროლე, ვისროლე, ვისროლე კანკალით მკვლელობის მოტივი მე თვითონ არ ვიცი. ბოლოს კი ყველაფერს ისევ მე მაბრალებთ ამ ამბავს ზედმეტად უსულო განვიცდი. ×× ××××× 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი