მხარი - ამება - უუჯრედო


დაიწყო დილა მარტოობის ჩემი წამებით,
შენ კვლავ გარბიხარ,
მე არ ვიცი როგორ იქცევი.
ტელევიზორში ისევ ისე ცუდი ამბებით...
მისდევს წამი წამს
ვერ ვუპოვე მეც გასაქცევი.

და გადავწყვიტე ქაოსისთვის მხარი ამება
ასე დაიწყო მიმოქცევა 
სისხლის გარეშე
და მეც გამიშრა ჩაძირული გემის კაპიტანს
ეს ოკეანე, გახვრეტილი 
გემის თარეში.
თან უუჯრედო ოცნებები როგორც ამება
თითქოს მებრძვიან
შესუსტებულ პულსის ცემასთან.
ამ გულის ფეთქვას სულ ცოტა ხანს ისევ ავიტან.
დარჩა წამები და ამ 
ფიქრთა ჯარი გამიტანს.

ვიცი ეს ჩემი არსებობაც არაფერს ნიშნავს...
ტელევიზორში გვპირდებიან
დილიდან წვიმას.
ჩაიცვი თბილად და ელოდენ ზეციდან ნიშანს,
აქ ქუხილამდე დაბრმავების 
ელვები ელავს.

აი ვიტრინაც, ეს ბატონი ვარდებს შეიძენს.
ქუჩის ბოლოში
უმოძრაო ნაგავი ყრია.
საგულდაგულოდ აკვირდება მერე შენაძენს
და ამ ოცნებებს ახლა თეთრი
ვირთხები ხრიან.

მეც მივადექი მაღაზიას ორიოდ ცენტით
და მთელი ფულით თქვენს
სამყაროს ჯიბეში ვიდებ.
კართან კი მხვდება ქალბატონო უცხო აქცენტით
თქვენი არ იყოს მეც ვუსმენ
და ვერაფერს ვიგებ.


X

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი