ჟანგვა
ვსუნთქავდი მძიმედ, ვასკდებოდი როცა აისბერგს, მე ვგავდი მასთან ერთად ჩაძირული გემის კაპიტანს. ყინულოვანი ოკეანე როცა მშვიდია როცა მე მიგებს... მაშინ სამყარო მოითმენს და ვიცი ამიტანს. მე აი ახლა ვაკვირდები მკერდში აჩრდილებს, მინდა გადავხსნა, ამოვუშვა გარეთ ყველანი. ხელში კი ვმალავ დამსხვრეული ფიქრის ნაწილებს... რომ საჭირო წამს დავაქციო სისხლი, მელანი. მიჩხვლეტენ ფილტვებს ნაფაზები სუფთა ჟანგბადის... თვალები ისევ მეხუჭება, სამარჩიელოდ მიხდება საქმე. როცა ჩემივე გრძნობებს ვჟანგავდი, როცა ყველაფერს ირგვლივ, ჩემში ასე უბრალოდ შენს სახელს ვარქმევ. ×× ×××××××× 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი