სპაზმები
ჩავკიდე ხელები ამ ღამის სიშავეს ბალახის სურნელი ნისლი და სინესტე, მახრჩობენ კრუნჩხვები, რას აღარ ნიშნავენ ფიქრი და ამ ფიქრთა ნაცნობი სისუსტე. სიზმარში ნანახი მეგონოს იქნებ და ჩამაკვდა ხელებში ეს წლები როგორღაც, იმ ღამეს ფიქრები სამართალს იქნევდა და ბოლოს ნაგავში ჩაყარა რატომღაც. სპაზმები, სხეულის სიგრძე და სიგანე ჟანგბადი მაკლდება, რთულია ვისუნთქო და როგორც არასდროს ვუკიდებ სიგარეტს მიშველის? გაქცეულს ნაფაზი თამბაქოს... ამ ომის ჩონჩხია გროტესკის კივილი, ტურაა რომელიც წივის და მარტოა... მოვა დრო როდესაც წაიღებს სიკვდილი ამ ომმა რაც ჩემში ან ჩემიდან დატოვა. ××× ×××××× 2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი