ეშერა


აი ჩემო ძმაკაცო სამყაროა ასეთი
თორემ ჩვენი სიტყვები გაუსწრებენ ქარებსაც.
ახლა მარტი გამოდგა მეტისმეტად თავხედი
და ამ წვიმით ასველებს ჩემი სახლლის კარებსაც

აი როგორც ყრუ-მუნჯი ჩვენი სოფლის ტაძართან
ისე ისაუბრებენ სოხუმი და ეშერა
ჩუმი ურთიერთობა ას გზის ტანჯულ კალამთან
ჯობდა ცოტა ნასვამებს უფრო მეტი გვეწერა.

ვიცი გემახსოვრება, გავდიოდით ხეივანს
სადაც ხმელი ფიჭვების დგას უძრავი პარკი.
ჩვენი თავის ჩვენ ვიცით, თორემ მერე დაბნეულთ
ვერ გვიშველის ჰოკინგი, ვერ გვიშველის რემარკი.

აი ჩვენი სამყარო, თავზე გადმოყრილია
სადაც ვცდილობ ავაგო რამე სხვების ნაირად,
აი ტაძრის კედლიდან ფრესკა - ჩამოყრილია
და ამ კარის კაკუნი, კაკუნს აგვიანდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი