ჩემი ძმები


ხომ ხედავთ? ეს გოლიც გავიდა
და ვწყებთ პარტიებს თავიდან...
სიცივის გაჩენის წამიდან
სითბოს ხომ ჩვენ კუდში დავდევდით...

გაიცანით ჩემი ძმები, ხასიათი მყარი,
დასაპყრობი რაც კი გვქონდა
ყველაფერი დავიპყარით...
და მივყვებით გზებს,
ყველა უმიზნებს
მომავალს და მომავალიც დამიჯერე
მყარი არი,
მიმეორებს მეგობარი
ძმაკაცი და ძმა ვინც არი
ბავშობაში რომელიც მე სულ
პატარამ გავიცანი.
და მის მერე ჩვენ ჩვენ გზაზე
ჩვენით დავდივართ...
მთა თუ ჩვენ აქ მოგვეწონა
არ ვუყურებთ, ავდივართ!

ასე ერთად სულ
პოზიციას დავატარებთ მყარს
სამყაროს რომ ჩვენი და შლა სურს
დაგვიჯერეთ ყარს!

ერთი ერთობა, ურთიერთობა
გასაჭირში ერთმანეთის გვერდში დგომა გვაქვს!
ერთი - ერთობა - ანუ გართობაც
გამუდმებით ერთმანეთით ვახალისებთ წამს
რადგან ამის გვწამს
ერთად ყოფნის ჟამს
ვერ გვამარცხებს ვერაფერი,
თუ გინდა სულ ბევრი იყოს
ჩვენ ცოტა ვართ მაგრამ მაინც
ძალამ გარიყოს...
მტრობა არ იყოს
ის რაც დაიწყოს
ჩვენ მაინც ვეტყვით ჩვენსას აწმყოს
ვინ გაბედავს მოვიდეს და გაგვყოს

ვისიც აქ ჩვენ გვეშინია მხოლოდ ძმაო ღმერთია
და ის ერთადერთია 
ვის წინაშეც მუხლს მოვიყრით,
ეს ხომ ძმაო ყველამ იცის
ვინც კი ჩვენზე რამე იცის
ჩვენს ბილიკებს ჩვენ დავატყობთ ნაბიჯებს
და წარმოდგენაც არ ექნებათ ნაბიჭვრებს
თუ მოვლენ და დაიწყებენ ომს
რა მოუვათ, უმიზეზოდ ყველა გვერიდოს!

სხვა ჩვენ ვიცით, 
ძმობით ვინც კი მოვა!
ჩვენს სუფრაზე ადგილები გვერდში 
გვერდშიც გვაქვს და მკერდშიც!
ჩვენ ავუბამთ მხარს
და დავაგდებთ ხარს!
იმ წამს რაც კი გვაქვს
იმ წუთიდან დამიჯერე მისიც იქნება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი