მოგტაცებდი სამყაროს


მოგტაცებდი სამყაროს, ჩემსას გაზიარებდი
წაგიყვანდი სვანეთში, მთები სადაც დიდია!
მერე ასე ორივე ჩვენთვის - გავიხარებდით...
გავყვებოდით ბილიკებს - გული ჩემი გიდია.

გავათბობდი იმედებს ამ ყინვებით დაზაფრულს...
მოვაწყობდი ველებზე, სიყვარულის დამტვერვას,
მერე აყვავდებოდნენ ყვავილები გაზაფხულს...
და როგორც კი მერცხლები დაიწყებდნენ შენებას

მეც მაშინვე ავწყვეტდი, თოკებს ამ მაჯებიდან
და ქოხს ავაშენებდი ყვავილების ველებზე...
შენ მე დაგიდგებოდი ფარაჯიან დარაჯად
ყოველ დილით პირველი გაკოცებდი ხელებზე.

მოვიყვანდი ბუცეფალს, დაგიპყრიბდი ბოლომდე,
მაკედონელს ნამდვილად ვაჯობებდი ამაში...
მე ყოველდღე თავიდან შენ რომ ჩემი გჯეროდეს,
სიყვარულის, სიმართლის აგყვებოდი თამაშში.

მერე როცა წითელი, დადგებოდა დაისი...
როცა მომერეოდა ვნება, გრძნობა, სურვილი
ხელებს შეგიცურებდი თეძოებში თავისით
გავხდებოდი პატარა ან მასავით გულჩვილი.

აგიყვანდი ხელებში, ოთახს მოგატარებდი
ავანთებდი სანთლსაც, ამ სამყაროს დენივით
გადაგშლიდი წიგნივით ისევ წაგიკითხავდი
ავიწყვეტდი სამყაროს მთათა - შევარდენივით.

გადავხსნიდი მაგ ღილებს - იქვე გაგაშიშვლებდი,
გავუშვებდი ვნებებსაც ადრე ნაგრიგალივით...
გადაყინულ ჩემს სხეულს შენსას შევაფარებდი,
დავდნებოდი ოთახში ანთებული ალივით.

ჩავძირავდი სამყაროს - ,,შენ" მთლიანად ჩემია!
გარეთ ისევ ქარია გაგრძელდება დილამდე...
მარტოობა რატომღაც ძლიერ გადამჩვევია,
შევიერთებ ,,შენობას" სხეულს სულის კვნესამდე.

არაფერი იქნება, შენთან ძილზე უსაფრთხო,
ვიქცეოდი დილიდან ფარაჯიან დარაჯად,
გარეთ ჩვენი მინდვრები იქნებოდნენ - უხალხო
ალიონზე სამყაროს გავხედავდით ფანჯრიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი