სტერეო - ტიპი


ფსევდო საზოგადოებრივ დაჯგუფებებს
მე ვთხოვ რომ კარებზე ამიხსნან რაზა!
აქ ეს დაფლეთილი მასა ასე ვინ გააბრაზა...
მითხარით! მადლობა მაქვს მოსახდელი
რომ მიახდინა მისახდენი...
გიყურებთ, გისმნთ და ვცდილობ მივხვდე
მაგრამ მე თქვენი არ მესმის! არა!
ილუზიონისტი ლიდერების
ეპოქა მთავრდება, კმარა!

თქვენ გამუდმებით თითქოს ებრძვით
სტერეოტიპებს...
მაგრამ მხარში გყავთ მეთაურად
სტერეო ტიპი
თქვენს ტვინებში კი ღრმად გამჯდარი
ჩაგვრის მანერა იმარჯვებს, ისევ
და მერამდენე გენიოსი ფანჯრიდან ხტება.
რეალობიდან სხვა ტრანსპორტში გადამჯდარნი
თქვენ რეალობას ფეხაკრეფით ქუჩებში მისდევთ
და მერამდენე ავარია თქვენს თვალწინ ხდება.

,,საქართველო მოკლულია წიწამურთან"
,,წიწამურთან ეცემიან ნამდვილები".
მიაყარეთ რეალურებს მიწა გულთან
და ცრუები გაგიხდიათ ლიდერები.

მე ბოდიში მომიხდია სიმართლისთვის
ამ ციხეში მეჩვიდმეტე მოვიხადე წელი,
დავისჯები საბოლოოდ პროტესტისთვის
დარჩებიან ეს ფაქტები შეუცვლელი...

თქვენ კი მხოლოდ ტრაგედია მიგახვედრებთ!
სიცრუეში რამდენად ღრმად შეგიტოპავთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი