***


ძმაო ჩვენს წინ სიმართლეა ძალზედ რთული.
ძმაო ჩვენს წინ სიმართლისთვის ისჯებიან,
ეს სამყარო სხვა ტალღაზე გადართული
ნებას გვრთავს რომ სიყვარულით ვითამაშოთ.


ზურგში დანა ჩამარტყეს გზააბნეულ მეტოქეს,
და მესროლეს ამ წამისთვის შენახული დამბაჩა
მაგრამ მტრის ხელს ნაადრევი სიხარულის ამარა
მე ვაუწყებ! ჩემი გული, შემართება გადარჩა!


მე შენს გამო ჩავიცვი ძველისძველი ფარაჯა
და გაგიხდი სიწმინდის მეამბოხე დარაჯი...
ამ დროს უნდა დამაკისროს ჯიზია და ხარაჯა
მე კი ისევ ჩავუკეტავ ამ რაზიან დარაბებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი