ახლა როცა მტერი ხარ
დამალულო, გავამხელ საიდუმლოს როდესაც ახლა ისე შორი ხარ - ეფარები სხვის მკლავებს! რომ მიყვარდი, ოდესღაც ვამარცხებდი ეპოქას... თვალებს როცა გავახელ, ვერაფერი მაკავებს. ღამე მგლების ყმუილი იმატებს და თენდება. ეგ ლოდინი მერწმუნე საუკუნეს ედრება მაგრამ თმენის ფიალა ნაადრევად ივსება ნაადრევად ბერდება მეამბოხე სხეული. სადღაც ახლა ამ ღამით ისტორია იქმნება ,,როგორ ეძებს თავის გზას უილიამ შექსპირი" გამოდგება ამბავში ჯულიეტა ეული რომეო კი ამ ბედით თავის მაჯებს ისერავს. მიუვალი აღმოჩნდა ოკეანის ნაპირი და კითხებზე როგორ ხარ პასუხია -ისე რა... დაგეძებდი პარტნიორს ამ ბრძოლების წინაშე, მართალია გიპოვე მაგრამ ახლა მტერი ხარ. მე კი ვდგავარ აგვისტოს უჩვეულო წვიმაში და შეწყვეტას კიარა გაგრძელებას აპირებს. ახლა მიწევს გებრძოლო მოვიმარჯვო ამბოხი მაგრამ არა პირისპირ, ისე როგორც ვამპირებს შენც მოგიწევს გათალო იარაღად ხელჯოხი ინსტრუქცია მარტივი; შეაჩერო ეს გული დაუმიზნე კარგად და მხოლოდ ერთხელ გაჭერი! აი ორჯერ სიკვდილს მე ვერაფრით ვერ გავუძლებ ეჰ, რომ არა ნერვები... ამ ფურცელსაც გავხევდი ჩვემს სიკვდილს კი წერილით დამიჯერე გაუწყებ. და მერქმევა ბრძოლებში ალესილი დავხედი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი