უკრაინას დიდება


მომავალი ბალახივით გადათელეს
და ტალახი უანხერძეს თაობებს,
ახალ ამბებს აშავებენ გარდაცვლილი ბავშვები.
თან არაფერს აშავებენ, 
ვერაფრით რომ ვერ სვრიან...
- უფროსების კითხვებზე, როგორა ხართ,
რას შვრებით?
პასუხობენ; - არაფერს, ვთამაშობთ და გვესვრიან.

ასეთია სამყარო, უსამართლო, უგულო...
ისჯებიან ყოველთვის სიმართლისთვის პატარავ,
სისხლი გდის და დაბლა გდიხარ
უსიცოცხლო, უსულო
და ბებიას თაროებს ტკბილეულს ვერ მოპარავ...

შენს დედიკოს ვინ ჩახედავს თვალებში?
სიცოცხლის რომ ნახევარი მოაკლეს...
ნუთუ ასე მარტივია გადატანა იმ ამბის
დედას შვილი ხელებში რომ ჩააკლეს...
მოსამენად უბრალოა -ისე რა,
შვილმოკლული დედა ღამით 
თავის მაჯებს ისერავს.

მერამდენე შეწყვეტილი სუნთქვა,
მერამდენე დაფლეთილი სხეული...
და ტანკები,
და ომები
და სამყარო
სულ სანაგვედ, სულ სანაგვედ ქცეული.

გამთელებულ უკრაინას გაუმარჯოს,
გამთელებულ საქართველოს - მასთან ერთად.
და იმ გმირებს, ჯარისკაცებს გამარჯვება
სამშობლო რომ უქცევიათ - ერთად'ერთად.

დღეს ცრემლებით ივსებოდა თბილისი,
დღეს კიევიში ხმაურია, სროლები...
დღეს მხეცი გვყავს მთელ სამყაროს პირისპირ
ხორცის ნაჭრად უკრაინა შეარჩიეს...
ამ ყველაფრის შემხედვარეს
მათთან ბრძოლა მინდება...
ჩემი ძმების მხარდამხარ, ბოროტების წინაშე.
გაუმარჯოს სიმართლეს,
უკრაინას დიდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი