კაპიტულაცია პალატაში
დროშა აღმიმართავს მე ჩემს პალატაზე, დროშა ნაცრისფერი... ანუ დავიპყარი, ანუ დავიპყარი როგორც ბონაპატმა... ისე შემომხედე, თითქოს ჩავიძირე - თვალი ღამის ფერი. ისე შეიცვალა, ისე შეიცვალა თითქოს გახდა მარტი. დროშა აღმიმარღავს მე ჩემს პალატაზე, დროშა ვაფრიალე, ხედავ? ოთხ კედელში, სიოს უჭირდა და ქარი ამოვარდა. ქარი ამოვარდა ცისფერ პალატაში - ფიქრი ვატრიალე სანამ სითავხედე მათაც აშლიდა და ხელებს ჩამომბანდა. ნერვებს მოვუწოდე ისევ სიმშვიდისკენ ასე ირონიით. შენი სურვილები - ჩემებს მოაცილე მარტომ აისრულე. რატომ დამივიწყე ისევ გეკითხები ჩუმი აგონიით, ისევ ქარია და დროშას აფრიალებს - ქუდი დაიხურე. დროშა აღმიმარღავს მე ჩემს პალატაზე დროშა ნაცრისფერი, ისე ვფორიაქობ - ერთ ფანჯარა მაქვს ისიც დახურული. დრო კი მეუბნება - ნუ ხარ ასე უქმად ცოტა გაინძერი მე კი შენ გიყურებ ასე დაბნეული - ასე გასუსული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი