დროს ვერ ვაჩერებ


დროს ვერ ვაჩერებ, არ მაქ ეგ ძალა,
ვხედავ შიშისგან დაკეტილ კარებს,
სტიქიებს არ ვფლობ, გეყოს გადავლა,
ვებრძვი ნერვებზე აწყვეტილ ქარებს.

მე მხოლოდ ვრითმავ სტროფების ბოლოს,
და მზედ მივიჩნევ საღამოს მთვარეს,
ხელს არ ვუკრძალავ, დაჯდეს და წეროს,
ოღონდ მომავალს ნუ ატკენს მწარედ.

მაჯებზე სისხლი მაქ, მოვდივარ ომიდან,
იარაღს უაზროდ იქნევდნენ თვალები,
დაღლილი აღარ ვარ, ფეხებს კი დღეიდან,
აღარ აქვთ მანძილთან გამვლელი, ვალები.

თუ რამე ხდებოდა, ვგრძნობდი ან ვხედავდი,
ვიცი რომ - ამინდიც საეჭოდ წყნარია,
წვიმასთან თამაშსაც ღამეში ვბედავდი!
ვამბობდი - ,,მომავალს ნაგავთან დაყრიან"

 ახლა კი სიტყვები ბაგეზე რჩებიან,
გულმაც კი სიმშვიდე ორიდან გაიათა,
ახლა იმედები გულშივე კვდებიან,
თვალებმა სიმარტოვის უფსკრულებს მიანათა.

ძვირფასო ხომ ხედავ, ჩემოდანს ვალაგებ,
მივდივარ იქ სადაც გრძნობები მიდიან, 
სიყვარულს ბოლოში, ეჭვებთან ვამაგრებ
რადგან აქ ზედმეტად იაფად ყიდიან.

ნიკა კუკავა
2020წ. 14 თებერვალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი