კანტატა


მარულეო, მარულე,  დოღი ორულის მინდვრებში.
როცა ცხენები გროვდებოდნენ თეთრი კვიცებით,
ქარულევა, ქარულე, წკნელი ხომ გაქვს ხელებში...
მეც ვუყურებ ამ ველებს და ამინდივით ვიცვლები
ზოგან მზეა, ზოგან ქარი, ქარი ასე ძლიერი
როცა წვიმას დავიწყებ ღრუბლებივით ვიცლები
და ამ სიოს მაგივრად იავნანას გიმღერი.
ახლა ისევ ყვავილობს ჩემს ეზოში ატმის რტო,
ახლა ისე ცხელია ლითონი და აგვისტო
მომეხვია კისერზე ახალგაზრდა პითონი
და სიკვდილის შანსები ახლა უფრო ვრცელია.
დროა ცხენზე ავმხედრდე, გამოვზარდო კვიცები
მერე დაიზრდებიან, რვავე შეუცვლეია
ხრავენ როცა მომავალს, მე არ გარდავიცვლები.
აი ჩვენი დოღიდან რვა ცხენოსანს ვიპოვი
მეცხრე თვითთონ ვიქნები ამინდსაც არ ვენდური
შემოვადგამთ უნაგირს, გავაჭენებთ, ვაქროლებთ
ბოლოს შევეცდებით რომ გადავტოპოთ ენგური
და კვლავ მოვინახულოთ სოხუმი და ეშერა.
მეგრელებმა ამ ამბავს გავაყოლეთ ეს ,,გური"
საუკუნის ბოლოს კი ჩვენზე წიგნში ეწერა
,,ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა - გადატოპა ენგური.
სულ მთლად შეტრიალდა აფხაზური კანტატა,
ახლა როგორც ოდესღაც ერთმანეთი გვახარებს
მეგრელები წიწილას ქორს არასდროს გავატანთ
დანარჩენს კი ისტორია თავისთავად გვანახებს.
აფხაზური ბავშობა, რომ გაყვეს და გახაზეს,
აი! გრძნობის ფარგლები საჭიროზე დიდია.
ჩვენი დაიკოები მიჰყვებიან აფხაზებს
და ბიჭები პაემნებზე კვლავ სოხუმში მიდიან.


ნიკა კუკავა.
2022 წ. 23 იანვარი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი