ვარ კოლხი ბიჭი!


ვარ კოლხი ბიჭი! მაქვს ორი ენა, ორივე დედა!ახლა ხომ ხვდებით რამდენს იტევს ეს ჩემი გული მე ხმლით და სისხლით მტრის ჯინზე ვბედავ         დავიცვა ენა, მამული, რწმენა და ჩემი სული.

სად ნახეთ ენა ქართველს დაეთმოს...                   
სად ნახეთ ქართველს მტრის შიში ქონდეს,                ქართველს ხომ უნდა ქართველი ერქვას                            და მისი გული არვის მონობდეს.

ჩვენ ვნახეთ როგორ გვართმევდნენ სუნთქვას!            გოლგოთას როგორ უწყობდნენ ქართულს.                                                 ჩვენ ვნახეთ გენებს! ყიჟინით უთქვამს                             ეს ერი არასდროს ივიწყებს წარსულს.

პატარა ბავშვი, უმამო ბავშვი, ეგ გულის ფეთქვა 
ჩვენ ვნახეთ სისხლი, ომი და ნგრევა.                             ქართველს რომ გმირი ქართველი ერქვა             
რომ არ ილევა ჩვენი გული, არ აღილევა.  

ძმათა სასაფლაოზე  გვისვენია ძმები და  გამთიელნო! საფლავებს არ ტოვებენ შვილები!საქართველოს ღალატით ჩაძირული გემიდან                მოცურავენ საუკუნის ხელახალი გმირები.

აქ თავიდან ხმაურობენ დაბომბილი სოფლები,         გვიმღერიან გმირებს ვზრდით ისევ ისე მოგვინდა როგორც იყვნენ ბრძოლამდე ბაბუები, მამები           ვერაფერი მივიღეთ კარგი ძმათა ომიდან.

ყველა შვილი მამების ძმათა სასაფლაოზე                 ეძებს მამის საფლავს და არ მიიჩნევს თავს ობლად.                                                                        რადგან მათი მამები ომის სასაკლაოზე  მომხდურებად კი არა წმინდანებად ავიდნენ.

მე კი სისხლი მიდუღს და ქართველობას ვაგრძელებ,                                                                                                                                                   
ვიცავ ენას, ვიცავ რწმენას, ვიცავ მამულს დატანჯულს. 
სამ ღვთაებრივ საუნჯერ არასოდეს ვაძველებ!საქართველოს ვუმღერი წამებულს და ჯვარს გაცმულს.

ჰოუ, ქართველო დედებო - ვაჟკაცები დაბადეთ!გაგვიზარდეთ დებიც და მომავალი დედები!                ჩვენ კი ენგურს გადაღმა დავიბრუნებთ აფხაზეთს  ამას სისხლის ცრემლების გამოცლამდე ვეცდებით.


ნიკა კუკავა.
2021წ. 30 დეკემბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი