აგვისტო


იყო აგვისტო, იყო სიცხე
და ჭადრის ჩრდილში მოთათბირე ჩვენი ბიჭები,
მძიმე ატმის რტო, მწველი სითხე,
და მარად მწვანე, წიწვიანი, მძლავრი ფიჭვები...
იყო ღიმილიც, იყო დარდიც,
და მდინარესთან სევდიანი საღამოს ბინდი,
დანაშაულიც, ჰო, ნიღბებიც,
და ნაკვერჩხალზე მოპარული ჭყინტი სიმინდი.

იყო ხმაური, იყო მდინარეც, 
და მის ნაპირზე ტალღოვანი, მდუღარე სილა...
იყო სიმღერა, ოცნებები
გათენებამდე გათენება და ძილი ტკბილად.
იყო თამაში, იყო დაღლა,
იყვნენ წყენებიც, საღამომდე შემორიგება,
იყო გოგონაც, ცისფერთვალა
და ის როგორღაც, ასე აშლილს მაინც მიგებდა...

და მაინც ,,იყო", მხოლოდ იყო,
იყო ზაფხული... 
ასი გრძნობა თან სულ სხვადასხვა....
მგონი დროა რომ დავივიწყო,
რაც მაქვს ნახული,
გაზაფხულია, სულ სხვა დარი, 
სულ სხვა ამინდი
და სხვანაირად მიქრის თავში,
მე გადა-მინდი.


ნიკა კუკავა.
2022წ. 12 მარტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი