მოგონებად ქცეული ჩვენი ურთიერთობა
არ მასვენებს ტკივილი რადგან ჩემი სიმშვიდე, შუა მარტის ყინვისას სხვა კაცებთან ერთობა. მე კი არ მსურს აწმყოში ილუზიებს ვიქმნიდე, მოგონებად ქცეულა ჩვენი ურთიერთობა. ნაღმერთალი ქარები ბატონობენ ველებზე, ამ ველებზე ყვავილებს ვერაფერმა უშველა. სისხლი და იარები მემჩნევიან ხელებზე, შენ სად დაიარები? სად გარბიხარ უთქმელად? ისევ ყველა გვირილა უგვირგვინოდ დავტოვე, ცრურწმენაშიც ლამაზო მე შენ არ გყვარებივარ და რეალურ სამყაროს რას დავაკლებ მარტო მე, ახლა ასე მგონია; მესვრიან და გავრბივარ... შენ ახლა ოქროსფერ მაიბახს ატარებ. მე კი ვლავ ხიდის ქვეშ ვაჩაღებ კოცონს, სამყაროს ნიღბიან ღიმილით ახარებ, და ამ ღმერთს ეგ შენი სიყალბეც მოწონს. ნიკა კუკავა. 2022წ. 12მარტი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი