საღამო - ბორია


კი, აქ ასეთი საშიშია ღამის ჰანგები
ჰო, ასეთივე ურბილო და უძვლო თვით ღამე,
რომ არვინ არის ამ ბურანში ჩემი გამგები
ახლაც ფიქრები გარიჟრაჟის ლოდინში სვამენ...

,,სადაც სიმართლე გაიწევა მეც იქ დავდგები"
მე - აივანზე, ცხელი ჩაი, თბილი პლედები.
ჩემს წინ კოშკები, სიმაგრენი, ხელით ნაგები
და მეც არ მძინავს, არ ვხმაურობ - ასე ვბერდები.

მაინც ჩემს მიწებს აწუხებენ აქ ეს ,,ნაგვები",
მაინც უნდათ რომ დავიღალო, გამწყვიტონ ქანცი
ხრავენ ჩემს დღიურს საუკუნის ბოლოს თაგვები,
და ჩემ ჭიქიდან შესანდობარს სვამს ვიღაც კაცი.

მიმიკა ამ ღამემ შემკრთალი გახადა,
ახადა ბორიას თავშალი 
და მე ვარ სმით გალეშილი.
ვეცემი ამ გზებზე წარა-მარა,
ქარმა რომ შეარყია ეს ჩემი მოტივები
ფიქრმა გაამყარა.
მიწა დააყარა, მიწა დააყარა, ქვები ალესილი.
ეზოში ამბოხი მაქვს დათესილი
ალბათ ამ ზაფხულში გაიხარებს.
მე შენ ვერ მოგწვდები, ცოტა დაიხარე
კიბეც მოვიტანე.
ასე თავდმდავალმა ის ვერ ავიტანე
შენ რომ არ მომხედე,
ზევით ამოგხედე...
და მე ვითავხედე,
და მეც ვითავხედე...


ნიკა კუკავა.
2022წ. 15 მარტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი