გადაასხით კოცონს წყალი
ღამის ორის ნახევარი, მთვარემ ზეცა ინება და მდინარის ნაკადული წაღმა მიედინება. პაემნების სინამდვილე ჩემთვის მითი რატოა? სადღაც ახლა გოგოს ცივა, იმიტომ რომ მარტოა. გადაასხით კოცონს წყალი, მაინც მალე ჩაქრება, ცეცხლიდან კი ნაცარი და არაფერი დარჩება. ძარღვ გახეთქილ პალატას ჩაუკეტავს ფანჯარა, ალბათ მასში გენიოსსთან მუზის ჯერი დამდგარა. განაპირა მსოფლიოს და ბეტონის ამაზონს, ერთი მუხა ქუჩაში თვითმკვლელობას სთავაზობს მე სამყაროს მაგივრად მოხალისედ წავედი, მახსოვს, მახსოვს, მარტი იყო, ისევ ისე თავხედი! დრო კი ისევ მღლატობს, საბრალო და ვერაგი, ნიშნად ჩემი ამბოხის შევიხიე პერანგი. ღამის მთვარემ კაშკაშით ეს თვალები დალოცა, ქარმა მისი სისხლი კი უანგაროდ გადმომცა. -კითხვებს ვსვამდი, სისხლსაც ვსვამდი მიწას ვჭამდი დილიდან. ვურთიერთობ მგზავრებთან, ეს კი მხიბლავს ,,არც ისე"! ვამჩნევ ერთობ უცნაურ შენი ქუჩის ნარცისებს... ნიკა კუკავა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი