გიჟი ქუჩის ბოლოში
- საძაგლებო! ყვიროდა ,,გიჟი" ქუჩის ბოლოში, საძაგლები იაზრებდნენ ფაქტს რომ იყო ხანძრი. პატარებს კი ეშინოდათ ყოფნა ცეცხლის სამოსში მე კი უკან მდგარი მასა ვეღარაფრით დავძარი. მოვინდომე რაღაც მექნა შევხებოდი პატარებს, მათი მამა ზურგიდან მიყვიროდა; გაჩერდი! მას ეშმაკი თრიაქით ხელის გულზე ატარებს, მაგრამ ჩემი მორალით ჩემს ქმედებას დავჩემდი! და შევაღე კიდეც კარი - უკან მომყვნენ გმირები, გულ გახეთქილ პატარებს ჩავეხუტე! ავტირდი. ფეხზე ჩემი დამწვრობა - გულზე ამბის გირები ამ სამყარომ მაჩუქა და ვიცი მასაც დავჭირდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი