ნისლივით სევდიანად
ახლა ნისლივით სევდიანად გიცქერ ვენახო, იქნებ გაისად ისევ მოვკვდე, ისევ ვერ გნახო... მე რომ გიჟი ვარ აღიარებს ყველა ჩემს გარდა, ასე დგანან და ერთიანად დაკარგეს გონი... ჩემს ჩემოდანში ეს დღიურიც როცა ჩაბარგდა ყველა ჩემს გარდა ერთაიანდ გაგიჟდა მგონი. მე კი ლამაზო ისტორიებს ვიქმნი უძლეველს, მე დედამიწის ყველა მხარე შემოვიარე. ამ ჩემ ნაბიჯებს მხოლოდ შენკენ გზები უძლებენ, როცა გაივლი ამ ქუჩებზე - შემომიარე... ვუძლებ დილიდან საღამომდე ახლა ამ ივლისს, ვუძლებ დილიდან შემობერილ მელანქოლიას. როცა იღბალი დამჭირდება მე ვერ ამივლის... ასეთი მთვრალი შეგრძნებანი - ჯერ არ მქონია. მე ვერ შემდგარი სიყვარული დამაქვს ამაოდ! მითხარ, ეგ შენი სიმარტოვე რა მედალია? კვლავ ცოდვიანი სამართალი მიმზერს მამაო... გათენებიდან ამინდს ვარბევ - რამე დალია?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი