შეიყვარეთ, შეიყვარეთ ამიტომ!


მე მინდა ფიქრი შავ სკივრებში გადავინახო!        
და არ მსურს ძილი...                                                         
ვაი რომ სიზმრად უკეთესი ცხოვრება ვნახო.
რითმები რომ იკვრებიან გარიჟრაზე,                        
მე ალიონს ფიქრთა ჯარით როცა ვხვდები!                  ბრძოლას მაინც წამოვიწყებთ ზარის ხმაზე,                  გათენებით ქართველები გავოცდებით!
შემომასხით მეც სახეზე ცივი წყალი!                      
დაე მეც სხვა ლოთებივით გამოვფხიზლდე...            
არ ჩამიქროთ ალიონზე ნაპერწკალი,                         დაისისას ჩემს მამულს რომ არ მოვცილდე. 
მე ვალად მაქვს აღებული ქართველობა!           სიკვდილის წინ სამსჯავროზე დავაბრუნებ.               
მე დროშად მაქვს აღმართული ,,კოლხელობა",         
ამ ფაქტით კი ყველა ჩემს მტერს გავაბრუებ.
დაფლეთილი ჩემი გული მაინც მიფეთქს,                    იამაყოთ ისევ მინდა ამით რომ -                                       ქრისტესავით ჯვარს რომ აცვეს ეს ქვეყანა,             შეიყვარეთ, შეიყვარეთ ამიტომ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი