ყვითელი ფოთლები


,,ყვითელი ფოთლები", ყანჩელი დილიდან...                  ასე რომ მიყვარდა ოდები!                                                  ვერ დაგელოდები - მივდივარ ნისლიდან,            
ვერ დაგელოდები.                                                                        ამიტომ მშორდები.
გაფრენა რომ მინდა მე ძველი რომიდან,    
გაფრენა რომ მინდა...                                                     სამყაროს ვაქეზებ - ,,იქნებ ჯობს მშვიდობა".             ფიცხელი ომიდან.                                                                    მერომ სიმართლე არ დავბომბე და დავიცავი,         
შენ წასვლა, შენ წასვლა ამიტომ მოგინდა.
დილიდან სარკეში გაბღენძილ ორეულს -                     ვუყურებ, ვასწავლი თავმდაბლურ რევერანსს.          რომ მიყვარს მთვარე - ასი წლის მთვარეულს,        არეულს, დილიდან ვაცეკვებ დაღლილ ტანს. 
ჩვენც გაგვყო დროებამ, ცხოვრების იერით...               თითქოს ვარ ულუ და შენა ხარ ნარინი!                      ვუყურებ აწმყოს და მორალით ,,ხნიერი",          მართალი ყოფილა კარგო ჩარლზ დარვინი.
უდაბნოს ამინდში წვიმებს დრო იწყურებს,                       შენ ნაზად ისწორებ ქედმაღალ დეკოლტეს.         ჩაიცვი ჟაკეტი - ცხრა თვალი გიყურებს,                                  მე სული მიმდის და ვამჟღავნებ სისუსტეს... 
არეულ ოთახში ლაგდება რვა მარტი;                           
ეგ შენი წასვლა რომ ვერაფრით განმარტე -             დავამტვრევ ამ სარკეს მტრისაგან ბოძებულს            და დავშლი სონეტებს,                                                         მივაყრი მონეტებს...                                                             შექსპირმა აღწერა რას ქვია იბრძოდე!                           ორივე მხარეს რომ მხოლოდ ხრამია...                      მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ იცოდე!                   ჩემს ხელში შენსავით სიცოცხლოს შხამია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი