ტირე
გავმართე ბრძოლები - მტერი თერგს გამოცდა. დამალეთ ცოლები - აბარეთ გამოცდა! ვერ ვნახეთ ტოლები, ფიცხელი ომია... დახუჭეთ თვალები, ვერ ახელთ მგონია. ამ ველებს დაივლის, ვუყურებ ამორძალს; ხვალ ესეც გაივლის! - ვამშვიდებ პატარძალს... ქარს ვთხოვ რომ წამიღოს, შემავსოს მცირედმა, რომ რაღაც გაიღოს - უბრალოდ იმედმა! ეს გზები მოდიან, მოდიან შენამდე... ამ ხელებს ცოდვიანს - როგორმე შეუნდე! გავმართე ბრძოლები, მტერი თერგს გამოცდა! მე რომ აქ ვიღლები - უბრალოდ წამომცდა. გაოცდა ტკივილი, გავოცდი ძალიან! მე შენ რომ გამოგცდი, შენივე ბრალია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი