მოგონებები შეგვრჩენია მხოლოდ საერთო


ახლა ამინდის სიფერმკრთალეს ფიქრი დაერთო,  
ჩემი თავიდან გაირეცხა მთელი ნაცია...                
მოგონებები შეგვრჩენია მხოლოდ საერთო!        
რადგან წახვედი, წამოიწყე ემიგრაცია.
შენ რომ აწმყოში გიხაროდა ,,რაღაც თამაში"          
სადაც სამოსი ერთნაირად მკაცრი გაცვია.                     
მაშინ ვერ მივხვდი რა იპოვე კარგი ამაში,                   
ახლა კი ვხვდები, მოინდომე იყო ,,გრაცია".                  
ისევ ვუყურებ გადარეულ ფიქრთა პროფილებს       
და სისხლი მომდის თვალებიდან, სისხლი ოფლივით.                                                      
შენი ღიმილი ციხეა და ეს საპყრობილე;                     
ისევ გრძნობათა პალატაა, მაგრამ ყოფილი.
ყალბი ტკივილით მიაბიჯებ ისევ სხვებამდე,             
რადგან მოუყვე ,,მსხვერპლს როლით"  
რაც თავს გადაგხდა...                                                        
კოჭლობ გამხმარი ხეებიდან ბუჩქთა წყებამდე,   
და ამ ბინძური ტალახის სროლით                            
ისევ არ გინდა ვალის გადახდა.
- აი შენს ნაცვლად მოვიყვანე სახლში ვახალი,           
მართალი იყო, რომ ამბობდა ჩემი ამიკო!                
აღარაფერი აღარ არის აქაც ახალი                              
მე კი მივდივარ ტობაგოში მხოლოდ ამიტომ.            
(ისევ მე მებრძვი, იბოღმები და მართავ სცენებს,   
რა დაგიშავე? რომ აირჩიე დამშეული ჰაუბიცები?                  
იცოდე გარეთ კლოუნები შენც წაგაქცევენ,              
მე კი გულს დამწყვეტ უსათუოდ, დაუფიცებლად.)   
ვამჩნევ სახე რომ გამუდმებით ჩუმი გაგიხდა...   
ნიღბების შეცვლა და მორგება არის ჯერ ადრე?    
რაც ჩაიფიქრე არაფერი რომ არ აგიხდა                              
იმის ბრალია რომ ყოყოჩობს ბასკაკი და მოიჯარადე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი