ეჰ, ქართველნო...
ეჰ, ქართველნო, რა ხალხი ვართ... რით ჩერდება მკერდში გული! რა მიწაზე ვცხოვრობთ მაგრამ რა გვაქვს მისთვის განზრახული? ქუჩას როცა გაივლი და ნაგავს ესვრი როგორც ტყვიას, შენ არ იცი მაგრამ ესეც საქართველოს ღალატია. აქ იზრდება შენი შვილი, თუ ჯერ არ გყავს - გაიზრდება! მას მოუწევს ეს აკროფოს მადლიერი რით იქნება? შენ არ უვლი შენს მიწას და, ისევ წამლავ ყველა სოფელს... წილხვედრი ხარ მისი მაგრამ ეს უნდადა ღვთის ძის მშობელს? არ პატრონობ თუ შენ მამულს არც გიკვირდეს სხვა თუ მოვა, ჩრდილოელი - სამხრეთელი თავსხმა, სეტყვა, ქარი, თოვა... ეჰ, ქართველნო, რა ხალხი ვართ... ბოლო არ გვაქვს ჩვენი მიზნის, თუ მხოლოდ ომში წასვლა გვგონია მაშინ არ გვესმის პატრიოტიზმის. თუ ეს გესმის როგორც ყეფა, ქართველობის სახელს ვფიცავ! არ დაგითმობთ მე ჩემს მიწას, მე ჩემს მიწას სულ დავიცავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი